ნავთობისა და გაზის გიგანტი BP განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის პროექტ Asian Renewable Energy Hub-ის 40.5%-იან წილს შეიძენს. ავსტრალიაში დაგეგმილი უზარმაზარი პროექტი 6,500 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე იქნება წარმოდგენილი.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, BP-იმ პირობა დადო, რომ გახდება განვითარების ოპერატორი და დასძინა, რომ მას აქვს „პოტენციალი, გახდეს განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის ერთ-ერთი უდიდესი ჰაბი მსოფლიოში“. დასავლეთ ავსტრალიის რეგიონში მდებარე პროექტი მზისა და ქარის გადამუშავებით 26 გიგავატამდე კომბინირებულ სიმძლავრეს განავითარებს.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ავსტრალიაში გამოყენების გარდა, წყალბადისა და ამიაკის საერთაშორისო ექსპორტზე გატანაც იგეგმება. სრული სიმძლავრის შემთხვევაში, AREH-ი ყოველწლიურად დაახლოებით 1.6 მილიონი ტონა მწვანე წყალბადის ან 9 მილიონი ტონა მწვანე ამიაკის წარმოებას შეძლებს. კომპანიის ვარაუდით, პროექტის მართვაში BP 1 ივლისს ჩაერთვება.
წყარო