სამიდან ორი პროექტი წარდგენილია Fire კატეგორიაში, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის წარმოების, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების, ენერგოეფექტურობისა და ტრანსპორტირების პროექტებს. Nuts L და Geolatex, ორი კომპანია, რომელმაც დაიწყო მზის ენერგიის გამოყენება ბიზნესში, იმის კარგი მაგალითია თუ როგორ ეხმარება განახლებადი ენერგია კომუნალური ხარჯების შემცირებაში ბიზნესს და ამავდროულად ზრდის მათ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
ჯილდოზე ნომინირებული მესამე პროექტია Agro Grain, რომელმაც დაამონტაჟა წვეთოვანი სარწყავი სისტემა საკუთარ მეურნეობაში, რითაც წყლის რესურსის მნიშვნელოვანი დაზოგვა მოახდინა. წყალი კი ერთ-ერთი აუცილებელი რესურსია სოფლის მეურნეობაში.
Energy Globe Awards ავსტრიელმა ენერგეტიკოსმა ვოლფგანგ ნოიმანმა 1999 წელს დააარსა. 2000 წლიდან, ჯილდოს მონაცემთა ბაზა გაიზარდა და ახლა მოიცავს დაახლოებით 20 000 ემისიების შემამცირებელ პროექტს 180-მდე ქვეყნიდან, რომლებიც ემსახურება ერთ მიზანს: ინოვაციური და მდგრადი პროექტების ფართო გლობალური აუდიტორიისთვის წარდგენა. Energy Globe Awards-ის კონკურსისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 800 პროექტი და ინიციატივა იგზავნება. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროექტს, რომელიც მიმართულია რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე, ჰაერისა და წყლის ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესებაზე, ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე.
GEFF საქართველოში 2019 წლიდან წარმატებით აფინანსებს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის პროექტებს. სამი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, GEFF საქართველოში პროგრამა უკვე დააფინანსა 35 პროექტი, რომელთა საერთო მოცულობა 23 მილიონი ევროს შეადგენს. ერთობლივად, ამ პროექტებმა ხელი შეუწყო წელიწადში 29,500 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილებას.
წყარო